Pages

Wednesday, July 24, 2013

1. პროექტის სახელწოდება:  სკოლის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეები აღწერენ დიდი ბრიტანეთის მდებარეობას, ქვეყნის ისტორიას, კულტურას და სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებას.

3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია თანამედროვეობიდან გამომდინარე, მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ბრიტანეთში მცხოვრები მათი თანატოლების განათლების მიღების კულტურას და მათ ყოველდღიურ ყოფას.

4. პროექტის მიზნები: პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება და ორგანიზება. მოძიებული ინფორმაციით მოსწავლეებმა მიიღიმ ცოდნა დიდ ბრიტანეთში განათლების მიღების შესახებ, შეძლონ მშობლიური და უცხო ქვეყნის კულტურების ერთმანეთთან შედარება და მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის წარდგენა.

5. მონაწილეთა ასაკი: X კლასი - 5 მოსწავლე, ასაკი 16 წელი.
                                        XI კლასი - 5 მოსწავლე, ასაკი 17 წელი.
                                        XII კლასი - 5 მოსწავლე, ასაკი 18 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერი 2 თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელება მოსწავლეებს ხელს შეუწყობს გახდნენ უფრო მოტივირებულნი და დამოუკიდებლები ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლებაში, ისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და დაფასება.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, რვეულები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, მონიტორი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტში მონაწილეობს 3 კლასი: X, XI, XII კლასები. პროექტზე პასუხისმგებელია XII კლასი. მოსწავლეები დაიყოფიან კლასების მიხედვის და თითოეულ სლასს მიეცემათ თავიანთი სამოქმედო გეგმები.
X კლასი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში.
XI კლასი შეხვდება რაიონის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს, აიღებენ ინტერვიუს, გაეცნობიან თანატოლების ყოველდღიურ ცხოვრებას სკოლაში და გადაიღებენ სურათებს.
XII კლასი მასალას წარუდგენს საზოგადოებას პრეზენტაციის სახით.

10. საგნებთან/საგნობროვ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მრავალ საგანში (გეოგრაფია, ისტორია, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება).

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): შორენა იობაია

12. ხელმძღვენელის ელ.ფოსტა: shorenaketilarisskola@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: shorenaiobaia.blogspot.com